იდიოპათიური ჰიპერსომნია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იდიოპათიური ჰიპერსომნია ესაა იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტები ჩივიან, რომ ვერ ახერხებენ სრულად გამოღვიძებას ადგომიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე პაციენტი დაბნეული და დეზორიენტირებულია („ძილის სიმთვრალე”); დამახასიათებელია გახანგრძლივებული და ღრმა ღამის ძილი. პაციენტების თითქმის ნახევარს აღენიშნება ავტომატური ქცევა დღის განმავლობაში, რომლის ეტიოლოგია ბუნდოვანია. პაციენტების უმრავლესობა კარგად რეაგირებს სტიმულანტების დაბალ დოზებზე.