იდიოსინკრაზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იდიოსინკრაზია − პირვანდელი მნიშვნელობით ფიზიოლოგიური ტერმინი. ეწოდება ორგანიზმის პათოლოგიურ მგრძნობელობას ზოგიერთ გარედან მიღებულ ნივთიერებათა მიმართ. ლიტერატურისმცოდნეობაში შემოიტანა უმთავრესად ეგზისტენციალისტურმა და ფროიდისტულმა ესთეტიკამ. აქ ნიშნავს ხელოვნების ქმნილებებთან აუდიტორიის (მკითხველის, მსმენელის, მაყურებლის) დამოკიდებულების გარკვეულ ფორმას, ნაწარმოებში საკუთარი მისწრაფებების, მიდრეკილებების, იდეების ძიებას და უშუალოდ შეტანას, იგი ეფუძნება იმ იდეალისტურ თეორიას, რომლის თვალსაზრისით მხატვრულ ფენომენს მისი ამთვისებელი ამთავრებს (მაშასადამე, ყოველი ამთვისებელი თანაშემოქმედია).