იდუმალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იდუმალა – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ოშორა), მდინარე ოშორისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ქვემო წელში, მის ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 1050-1120 მ სიმაღლეზე, დაბა ასპინძიდან 3 კმ მანძილზე, ახალციხე-ასპინძის საავტომობილო გზაზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 386. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (97 %) ქართველია (2002).