იერიხონი
იერიხონი – უძველესი ქალაქი პალესტინაში მკვდარი ზღვის მახლობლად. იერიხონი ქანაანის ქალაქთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მდიდარი იყო. გარს დიდი და მტკიცე გალავანი ერტყა, რომელსაც ძლიერი რაზმი იცავდა.
იერიხონი სწრაფად იზრდებოდა და მისი გავლენაც ვრცელდებოდა. მისი ტერიტორია ნაყოფიერი იყო და მოასახლეობა ყურძნის, ფინიკის და ბოსტნეულის დიდ მოსავალს იღებდა.
ბიბლიის მიხედვით იერიხონი პირველი დიდი ქალაქი იყო, რომელიც იესო ნავეს ძემ აიღო ქანაანში ლაშქრობისას. ბიბლიის მიხედვით ებრაელებმა აღთქმის კიდობნით რამდენჯერმე შემოუარეს გარშემო იერიხონს და საყვირებს ჩაბერეს, რის შემდეგაც კედლები დაიქცა და შიგნით შეიჭრნენ, თუმცა მეცნიერთა ვარაუდით ყველაფერი გაცილებით რთულად დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის შედეგად მოხდა. იერიხონელი მეძავი რახაბის (რომლის სახლშიც ბიბლიის მიხედვით იესო ნავეს ძის მსტოვრები შეეფარნენ ქალაქის დაზვერვის შემდეგ) სახლში ებრაელი მეომრები გამაგრდნენ, რომლებიც ქალის გადმოკიღულ წითელი თოკით რიგრიგობით ადიოდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში უჩუმრად. როცა უკვე ბევრნი იყვნენ, კარიბჭის წინ მომდგარ ისრაელიანთა ჯარს შიგნიდან გაუღეს კარები და შეუშვეს. ებრაელებმა მთელი იერიხონი გაანადგურეს და მიწასთან გაასწორეს. მას შემდეგ ქალაქის ადგილზე შედარებით პატარა დასახლება არსებობდა, მოგვიანებით კი ისიც დაცარიელდა.