იესო ქრისტეს მირქმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იესო ქრისტეს მირქმა - ეპიზოდი ლუკას სახარებიდან.

„და როცა შესრულდა რვა დღე, რათა დაეცვითათ იგი, ეწოდა მისი სახელი იესო, რომელიც ეწოდა ანგელოზისგან მის მუცლადღებამდე. და როცა შესრულდა მათი განწმედის დღეები, მოსეს სჯულის მიხედვით აიყვანეს იგი იერუსალიმში, რომ წარედგინათ უფლის წინაშე – როგორც დაწერილია უფლის სჯულში: ყოველ წულს, რომელიც გახსნის საშოს, წმიდა უფლისა ეწოდება – და რომ მიეცათ შესაწირი, როგორც ნათქვამია უფლის სჯულში, ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი. და, აჰა, იყო კაცი იერუსალიმში, რომლის სახელი იყო სიმეონი; და ეს იყო კაცი მართალი და ღვთის მოშიში და მოელოდა ისრაელის ნუგეშის ცემას და სულიწმინდა იყო მასზე; და იყო მისთვის უწყებული სულიწმინდისგან, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავ და უფლის ცხებულს. და მივიდა სულიწმინდით ტაძარში და, როცა შეიყვანეს მშობლებმა ყრმა იესო, როგორც ევალებოდათ მათ სჯულის წესისამებრ მის მიმართ, მან აიყვანა იგი თავის ხელში და აკურთხა ღმერთი და თქვა: აწ განუტევე მონა შენი, მე უფეო, სიტყვისამებრ შენისა მშვიდობით, რადგან იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელიც გაამზადე ყოველი ერის წინაშე, ნათელიგან საცხადებლად წარმართთათვის და სადიდებლად ერისა შენისა ისრაელისა. და იყვნენ იოსები და დედა მისი გაკვირვებული იმით, რაც ითქვა მასზე. და აკურთხა ისინი სიმეონმა და უთხრა მარიამს, მის დედას: აჰა, იგი დგას დასამხობად და აღსადგენად მრავალთა ისრაელში და ნიშნად ცილობისა. და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა გაცხადდეს ზრახვა მრავალი გულისა. და იყო ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან; იგი ძლიერ ხანდაზმული იყო და იცხოვრა ქმართან ერთად შვიდი წელი თავისი სიქალწულიდან. და იგი იყო ქვრივი, დაახლოებით, ოთხმოცდაოთხი წელი, რომელიც არ შორდებოდა ტაძარს და მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა ღამე და დღე. და იგი იმავე დროს წარდგა და მადლობდა უფალს და ეუბნებოდა მის შესახებ ყველას, ვინც მოელოდა გამოხსნას იერუსალიმში“ (ლუკა, 2:21-38).



წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები