ივანე ტურგენევის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ივანე ტურგენევის ქუჩა – ქუჩა თბილისში. ძველი თბილისის რაიონი (ძველი კუკია); ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან არნოლდ ჩიქობავას ქუჩამდე.
XIX საუკუნის 60-იან წლებში ბაღის (ზემო ბაღის) ქუჩა ერქვა, დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. 1900 წლიდან ქუჩას ი. ტურგენევის სახელი ეწოდა.
შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში.