ითაკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ითაკა – (ბერძნ.) კუნძული, ოდისევსის სამშობლო.
ჰომეროსის პოემის „ოდისეას“ თანახმად, ითაკა დასავლეთით მდებარე ბერძნულ კუნძულთაგან ბოლოა. იონიის ზღვაში მდებარე ერთ-ერთ მთაგორიან კუნძულს დღესაც ითაკად (Ithaki) უხმობენ, მაგრამ არის თუ არა იგი ოდისევსის მშობლიური მიწა, საკამათოა. არქეოლოგი ვ. დორპფელდი ვარაუდობდა, რომ თანამედროვე კუნძულ ლევკადას უნდა რქმეოდა ძველად ითაკა.
„ითაკაზე დაბრუნება“ ფრთიან გამოთქმად იქცა და მრავალი განსაცდელის გადალახვის შემდეგ შინ მშვიდობით მიღწევას გულისხმობს.