გოგელია ილია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ილია გოგელია-დან)
გოგელია ილია - (1884, სოფ. სამება, ოზურგეთის მაზრა - ?) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.
დაამთავრა ოთხკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი. მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციის კანტორაში გადამწერად. ადრეული ასაკიდან მუშაობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრაქციის სასარგებლოდ. 1918 სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით შევიდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ საბჭოში.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.
- ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
- სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი