სიხარულიძე ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ილია სიხარულიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილია სიხარულიძე

სიხარულიძე ილია – (1889 – 1963), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა ბუკისციხეში (ჩოხატაური). დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი წიგნი „საბავშვო თამაშობანი ლექსად” გამოქვეყნდა 1925 წელს, 1958 წელს გამოსცა საბავშვო ლექსები – „აიწონა-დაიწონა”. მისი საბავშვო იგავ-არაკები იბეჭდებოდა ჟურნალებში „ჯეჯილი” და „ნაკადული”. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


ფისო, ფისო
ფისო, ფისო,
ფისო უსინდისო!
მე რომ თევზი მოგაბარე,
მითხარ, სად არისო?
ფისო, ფისო, ფისო უსინდისო!
შენ ხომ არ შეგიჭამია?
თევზის სუნი გდისო!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები