ჩოხატაური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩოხატაური – (ძვ. ბირკნალა) რაიონული დაქვემდებარების დაბა დასავლეთ საქართველოში (გურია), გაშენებულია მდ. სუფსის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 150 მ.

ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტოპონიმს ჩოხატოურს უწოდებს, -ოურ||-ოულ- სუფიქსიანი ტოპონიმები კი ძირითადად ანთროპონიმული წარმომავლობისანი არიან. ამდენად, საფიქრებელია, თავდაპირველად გვქონოდა ჩახატაურ-ი (||ჩახატ-ოურ-ი), საიდანაც დღევანდელი ჩოხატა-ურ-ი მიგვიღია.

საყურადღებოა, რომ სოფელ დაბლაციხეში სათესი ადგილის სახელად დადასტურებულია ჩახატაურის ჭალა, რომელიც ი. სიხარულიძის მიერ ასე არის განმარტებული: „ძველი ჩახატაური“ (ჩხატარაშვილისოული). ამავე მკვლევარს ზემო აჭარაში ჩაუწერია მიკროტოპონიმი ჩახათაური (||ჩახათავრი), რომელიც ამოსავლად კელავ და კვლავ ადამიანის საკუთარ სახელს ჩახათა (||ჩახატა) გვავარაუდებინებს. გუდამაყარში (დუშეთის რ) არის მთა, რომელსაც ჩახატაის მთა ეწოდება. იგი წარმოშობით ანთროპონიმულია. ძალზე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გამოჩენილი ისტორიკოსი დ. ბაქრაძე ჩოხატაურს სწორედ ჩახატაურად იცნობს: „ოზურგეთიდან… მოჩანს ერთი მხრიდან ქართლ-იმერეთის ქედის ჩახატაურის განტოტება… ხოლო მის იქით, შორს მოჩანს კავკასიონის მთაგრეხილი“.

ჩოხატაური, მაშასადამე, შეგვიძლია გავიაზროთ როგორც „ჩოხატას (ჩახატას) კუთვნილი მამული“. ტოპონიმ ჩოხატაურის ანთროპონიმული წარმომავლობა (ნახატარაშვილი – ჩაღატარაშვილი – ჩხატარაშვილი) სპეციალურ ლიტერატურაში რეალურ ფაქტად არის მიჩნეული.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები