სუფიქსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სუფიქსი – (ლათ. suffixus – მიმაგრებული), ბოლოსართი. აფიქსი, რომელიც ერთვის სიტყვის ფუძეს: ხატ-ავ-ს, კაც-ი, გრძ-ელ-ი, კაც-ურ-ი, კეთ-ებ-ა… გამოიყოფა: ფუძის მაწარმოებელი (იხ. დეტერმინანტი), ფორმამწარმოებელი (იხ. ფლექსია) და სიტყვათმაწარმოებელი (იხ. დერივაცია) სუფიქსები.
მ. ბერიძე