ფლექსია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფლექსია – (ლათ.Πexio გაღუნვა, დრეკა) – ფუძისეული ხმოვნის (ანუ ფუძის გახმოვანების) ცვლა გრამატიკული ან ლექსიკური მნიშვნელობის განსასხვავებლად: გერმ. der Bruder – ძმა, die Brűder – ძმები: ინგლ. tooth – კბილი, tecth – კბილები: არაბული: ქათაბა – დაწერა, ქუთიბა – დაიწერა. ფუძის ფლექსია დამოწმებულია ქართულშიც. იგი ზოგ შემთხვევაში განასხვავებს მოქმედებითი და ვნებითი გვარის ფორმებს: დავ-ძარ – გა-ვინ-ძერ; ზმნისა და სახელის ფუძეს: ხეხ-ს – ხახ-უნი; აწმყოსა და ნამყო ძირითადის ნაკვთებს: დრეკს – დრიკა. თანამედროვე ქართულისათვის ფუძის ფლექსია არ არის ძირითადი, განმსაზღვრელი მოვლენა. ფუძის ფლექსიის დროს გახმოვანების ცვლას მორფოლოგიური აფიქსის დანიშნულება აკისრია.

2. მიმართების აღმნიშენელი აფიქსები: ბრუნვისა და პირის ნიშნები. იგივეა, რაც დაბოლოება. ტერმინი ძირითადად გამოიყენება ინდოევროპული ენების მიმართ.


ბ. ჯორბენაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები