ნაკვთი (გრამატიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნაკვთი– საუღლებელი ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი. შემოიღო არნ. ჩიქობავამ. ტერმინის შემოღება დაკავშირებული იყო „მწკრივისაგან“ განსხვავებული ცნების შემოტანასთან. მწკრივისაგან განსხვავებით, ნაკვთი არ არის გრამატიკული კატეგორია: იგი ტექნიკური ტერმინია და მიუთითებს უღვლილების ერთეულზე ამ ერთეულის ფუნქციის აღუნიშნავად. ამიტომ ნაკვთი ვერ იქნება გრამატიკული კატეგორია („უფუნქციო კატეგორია“ არ არის კატეგორია!), ისევე როგორც გრამატიკულ კატეგორიას არ გულისხმობენ ტერმინები: „ბგერა“, „ხმოვანი“, „ფუძე“ (არნ. ჩიქობავა).
ამდენად, „ნაკვთი“. და „მწკრივის, როგორც ტერმინების, გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამის ცნებათა შორის განსხვავება.
გ. გოგოლაშვილი
ლიტერატურა
- ჩიქობავა არნ, ერგატიული კონსტრუქციის პრობლემა იბერიულ-კავკასიურ ენებში, I, თბ., 1948.