ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი - ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გაიხსნა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან ასორმოცდაათი წლის საიუბილეოდ 1987 წლის 23 ოქტომბერს თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №7, ილიას დის, ელისაბედ საგინაშვილის ყოფილ სახლში, სადაც 1889-1901 წლამდე ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე და აქვე ხელმძღვანელობდა გაზეთ „ივერიის” გამოცემას.

მუზეუმის ფონდებში დაცული მასალების რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა. მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, ბიბლიოთეკა, დოკუმენტური და ფოტო მასალა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმს აქვს ფილიალები: ერთი - გ. ჩუბინაშვილის ქუჩა №22 მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, რომელიც გაიხსნა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან ას ოცი წლის საიუბილეოდ 1957 წელს. ამ სახლში ილია ცხოვრობდა 1902-1907 წლამდე; მეორე - შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმი.


წყარო

ლიტერატურული თბილისი, მეგზური

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები