ილიკო ქურხულის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ილიკო ქურხულის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ავლაბარი); ნიკოლოზ იზაშვილის ქუჩიდან გუთნის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე ეტაპის ქუჩა ერქვა. (დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე), XX საუკუნის 60-იან წლებში ილიკო ქურხულის სახელი ეწოდა. აქვს 1 შესახვევი (თბილისის 1934 წელს გეგმაზე დატანილია როგორც დაღესტნის გასასვლელი).