ილუიანქა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრძოლა გველეშაპთან. რელიეფი მალატიადან (მცირე აზია)

ილუიანქა(ხეთ.) გველეშაპი, რომელმაც მოიტაცა ჭექა-ქუხილის ღმერთის გული და თვალები, ღმერთთან ორთაბრძოლაში გამარჯვების შემდეგ. არსებობს მითოსის ორი ვარიანტი. ერთი ასეთია: როდესაც ილუიანქა და ამინდის ღმერთი ქალაქ ქისქილუში ერთმანეთს შეებნენ, ილუიანქამ დაამარცხა იგი. ამინდის ღმერთი დახმარებას სთხოვს სხვა ღმერთებს. ქალღმერთმა ინარამ მოამზადა უხვი სუფრა, დასახმარებლად მოიწვია მოკვდავთაგანი, ხუფასია. ხუფასია დახმარებას შეჰპირდა, თუ ინარა მას სარეცელს გაუზიარებდა. და მიუწვა ქალღმერთი ხუფასიას. შემდეგ ინარამ მოიპატიჟა ილუიანქა შვილებთან ერთად, აჭამა და ასვა. მთვრალი ილუიანქა ხუფასიამ გაკოჭა. ტაროსის ღვთაება ციდან ჩამობრძანდა და ილუიანქა და მისი შვილები დახოცა.

მეორე მითოსის მიხედვით, ილუიანქა დამარცხებულ ამინდის ღმერთს გულ-ღვიძლსა და თვალებს წაართმევს. ამინდის ღვთაება, შურისძიების მიზნით, ცოლად ღარიბი კაცის ასულს მოიყვანს. მათ ვაჟი შეეძინათ. ვაჟს მამა გველეშაპის ასულს შერთავს ცოლად და დაავალებს – შენი მეუღლის სახლში რომ მიხვალ, ჩემი გულ-ღვიძლი და თვალები დამიბრუნეო. ასეც მოხდა. სიძეს გულ-ღვიძლი და თვალები გაატანეს და ამინდის ღმერთმა უწინდებური სახე მიიღო. შემდეგ კი კვლავ გველეშაპთან საბრძოლველად გაემართა. მან სძლია გველეშაპს და ღვიძლ შვილსაც დღე მოუსწრაფა. ორივე ვერსიაში ჭექა-ქუხილის ღვთაება ადამიანის წყალობით იმარჯვებს.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები