იმაჟიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმაჟიზმი (ინგლ. image – იერსახე) – ინგლისურენოვანი პოეზიის სკოლა, რომელიც შეიქმნა 1910 წელს. მასში გაერთიანდნენ: ტ. ელიოტი, ფ. ფლინტი, დ. ლორენსი, რ. ორლინგტონი, ამერიკელები ემი ლოუელი, ე. პაუნდი, ჰილდი დულიტლი, ჯ. ფლეტჩერი.

იმაჟიზმის მთავარი პრინციპია „ზუსტი ასახვა“, რომელიც ეყრდნობა საგნობრიობას და კონკრეტულობას და ამ გზით წარმოშობს „წმინდა სახიერებას“. იმაჟიზმის ძირითადი დებულებები ჩამოყალიბებულ იქნა ინგლისელი ფილოსოფოსის ტ. ჰიუმის მიერ სტატიაში „ფიქრები“ (1924). იმაჟიზმი დაუპირისპირდა რომანტიკოსების განცდის ზოგადობას. იმაჟისტებმა პოეზიის საუკეთესო ნიმუშებად გამოცხადეს იაპონიის და ჩინეთის კლასიკური პოეზია.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები