იმიტაცია (საესტრადო ჟანრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმიტაცია – საესტრადო ჟანრი. იმიტაციის ნომრის შემსრულებელი ზედმიწევნით ბაძავს ბუნებისა და ყოფის სხვადასხვა მოვლენებს, მუსიკალური საკრავების ხმიანობას (ე. წ. „ადამიანი ორკესტრი“), ცხოველებისა და ფრინველების ბგერებს, მატარებლის ხმაურსა და ა. შ. ასეთი სახის იმიტაციას ეწოდება აგრეთვე ხმიანობის მიბაძვა. იმიტაციის ნომერი ჩვეულებრივ არაა მხატვრული ღირებულებისა და თანამედროვე, ესტრადაზე იშვიათად გვხვდება.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები