იმპედანსური დეფექტოსკოპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იმპედანსური დეფექტოსკოპი – მუშაობის პრინციპი დამყარებულია დეფექტური უბნის სრული მექანიკური წინაღობის (იმპენდასის) განსაზღვრაზე ხარისხიან უბანთან შედარებით, რისთვისაც ხდება საკონტროლო ზედაპირის სკანირება ორი პიეზოელემენტით, რომელთაგან ერთი აღძრავს რხევებს მასალაში, ხოლო მეორე – მიიღებს.
იმპედანსური დეფექტოსკოპი გამოიყენება დეფექტის, განშრევების, შეუწებებელი ადგილის, კომპოზიტური მასალისა და ფოროვანი სტრუქტურის მთლიანობის რღვევის აღმოსაჩენად თვითმფრინავთმშენებლობაში, კოსმოსურ, საავტომობილო, საშენი მასალებისა და მრეწველობის სხვა დარგებში.