იმპულსური პიროვნული აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმპულსური პიროვნული აშლილობა - ეს აშლილობა ICD-10-ში შეტანილია, როგორც ემოციურად ლაბილური პიროვნული აშლილობის ტიპი. ის არ არის ცალკე შეტანილი DSM-IV-ში, თუმცა მისი რამდენიმე ნიშანი მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის კრიტერიუმებშია შეტანილი. დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ნაჩვენებია ცხრილში. დიაგნოზის დასასმელად მინიმუმ სამი კრიტერიუმი უნდა იყოს დაკმაყოფილებული. იმპულსური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ საკმარისი ხარისხით საკუთარი ემოციების მართვა. ისინი მიდრეკილნი არიან უცაბედი, შეუკავებელი სიბრაზის შემოტევებისაკენ, რასაც მოგვიანებით ნანობენ. ამგვარი აფეთქებები ყოველთვის სიტყვიერი აგრესიით არ იფარგლება და შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ ძალადობას, რომელსაც დროებითი სერიოზული ზიანი მოაქვს. ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც ასევე ტიპიურია ბრაზის შეტევები, იმპულსური აშლილობის მქონე ადამიანებს არ ახასიათებთ სირთულეები ურთიერთობებში.


ემოციურად არასტაბილური და მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის კრიტერიუმების შემოკლებული ვერსია
ICD-10 DSM-IV
ემოციურად არასტაბილური პიროვნული აშლილობა, მოსაზღვრე ტიპი მოსაზღვრე პიროვნული

აშლილობა

დარღვეული ან ბუნდოვანიმე-ს ხატი იდენტობის დარღვევა
ინტენსიური და არასტაბილური ურთიერთობები ინტენსიური და არასტაბილური ურთიერთობები
ძალისხმევა, რომ არ იყოს სხვებისგან მიტოვებული ძალისხმევა, რომ არ იყოს სხვებისგან მიტოვებული
განმეორებითი მუქარა ან თვითდაზიანების აქტები განმეორებითი მუქარა ან თვითდაზიანების აქტები
სიცარიელის მუდმივი განცდა სიცარიელის მუდმივი განცდა
- გარდამავალი სტრესთან დაკავშირებული პარანოიდული აზრები
იმპულსური ტიპი
იმპულსური იმპულსური
მიდრეკილია სიბრაზისა და ძალადობისაკენ უჭირს ბრაზის კონტროლი
არასტაბილური, ჭირვეული განწყობა აფექტური არასტაბილურობა
მაჩხუბარა -
უჭირს მოქმედების კურსის შენარჩუნება -


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები