ინანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინანი – ერთი ქალი წისქვილში ყოფილა, ინანი რქმევია სახელად. დასძინებია და დილას დაორსულებულს გამოღვიძებია. არ იცის, ვისაგან არის ორსული. მუცელი რომ დასტყობია, დედას შინიდან გამოუგდია, რად შეგვარცხვინე, სადაც დაორსულდი, ადექი და იქ წადიო. წასულა ეს ქალი ტირილით ისევ წისქვილში, იძახის: ტყეო, კლდე-ღრენო, რანიც ხართ, ჯვარნი ხართ თუ ეშმაკნი, ქაჯნი თუ კაცნი, როგორც გამაუბედურეთ, ისე ჩამიბარეთო. გაღებულა ერთი კლდე და ერთი ნაბდიანი კაცი გამოსულა, მოუხვევია ქალისთვის ხელი, შეუყვანია და კლდე ისევ დახურულა.

მერე დედას უნანია ქალის გაგდება და მთელი ხევ-ჭალა მოუვლია „ინანის“ ძახილით. ერთხელაც იმ წისქვილისკენ გაუვლია და, ხედავს, კლდის ძირში ინანი ზის, აქეთ-იქით ოქროს აკვნები უდგას და არწევს, თან მღერის:


ინანის დედა ინანდა ინანის გამოგდებასო,
ინანი კი არას ინანდა ოქროს აკვანის რწევასავ.


ტყუპი ბიჭები გაუჩენია, ოქროს ქოჩრიანები. დედა რომ დაუნახავს, ჩაუვლია აკვნებისთვის ინანს ხელი, კლდე გახსნილა და შიგ შესულა აკვნებიანად. მერე კლდე ისევ გამრთელებულა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები