ინგლისი (მიწა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინგლისი

ინგლისი - ჭურჭლის ერთგვარი შესამკობელი მასალა. ინგლისი მოვარდისფრო ოქროსფერი მიწაა. იგი „თირზე“ ღრმად არის მიწაში და „პწკრიალებს“.

ერთი ფუთი ინგლისი საკმარისია ერთი საპალნე ჭურჭლის „მოსაინგლისებლად“. შროშაში ინგლისს საკარმიდამო ნაკვეთებში თხრიან. კარგად აშრობენ, ახმობენ მზეზე, ნაყავენ ხის როდინებში და ცრიან წმინდა საცერში - „სამტკიცში“. შემდეგ ყრიან თიხის ჭურჭელში ალბობენ და ზელენ ხელით თხლად - „ლაღედ“. წყალს უმატებენ მანამ, სანამ თხელი ფაფის სისქეს არ მიიღებენ.



ლიტერატურა

ც. კაკაბაძე, შროშული კერამიკა, 1982.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები