ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა - არის სასწავლო გეგმა, რომელიც შემუშავებულია განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე კონკრეტული მოსწავლისთვის და ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ითვალისწინებს განსაკუთრებული საგანამანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განსხვავებულსა და სპეციფიურ საგანმანათლებლო მოთხოვნებს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებისას მასწავლებელი ძირითადად ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მაგრამ თუ მოსწავლის შესაძლებლობები არ იძლევა საშუალებას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, მასწავლებელი, შესაძლოა სხვა სპეციალისტებთან ერთად განსაზღვრავს სპეციფიკურ შედეგებს და ამ შედეგების მიღწევის განსაკუთრებულ გზას.


წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები