ინდიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდიუმი – მოვერცხლისფერო თეთრი ადვილდნობადი რბილი ლითონი.

სიმბოლო – Jn;
სიმკვრივე – 7310 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – 156,6°C,
დუღილის ტემპერატურა – 2072°C.

მიიღება ტყვიის, თუთიის, კალის ნარჩენებისაგან, რომლებშიც შედის სულფიდური მინერალების სახით. გამოიყენება ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაში, ანტიკოროზიულ საფარველად, მსუბუქი შენადნობების დასამზადებლად, სარჩილად მინის ლითონთან შესაწებებლად, სარკის ზედაპირის დასაფარავად, ჰერმეტიკად კოსმოსურ აპარატებში და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები