ინდოეთის დიდი ფუტკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინდოეთოს დიდი ფუტკარი

ინდოეთის დიდი ფუტკარი - (ლათ. Ápis dorsata), ველური ფუტკარი, ცხოვრობს ინდოეთში, კუნძულებზე იავასა და სუმატრაზე. იგი ყველა სახეობის ფუტკრებს შორის გამოირჩევა სიდიდით, მისი სიგრძე 18 მმ-ია. ბუდე წარმოადგენს ხის ტოტებზე ჩამოშენებულ ორმხრივ ფიჭას, რომლის სიგრძე 1-1,5 მეტრი, სიგანე 0,6-1 მ-მდე აღწევს. ხშირად ერთ ხეზე 30-დან 40-მდე ასეთი ბუდეა ჩამოშენებული. ზმთრობით, როცა აცივდება ისინი ტოვებენ თავიანთ ბუდეს და სამხრეთისკენ მიემართებიან, ხოლო ზაფხულობით დიდი სიცხეების პერიოდში, ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლებენ. ეს ფუტკარი იძლევა თაფლსა და ცვილს (სანთელს), მაგრამ მისი მოშინაურება ვერ ხერხდება.


წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები