ინვაზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინვაზია (ლათ. invasio თავდასხმა, შეჭრა) – ადამიანის, ცხოველების ან მცენარეების დაინვაზიება ცხოველური წარმოშობის პარაზიტებით, შემდგომში მასპინძელსა და პარაზიტს შორის ურთიერთქმედების განვითარებით. ინვაზია ვლინდება პარაზიტული დაავადების განვითარებით ან პარაზიტმატარებლობით.