ინოვაციური ეკონომიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინოვაციური ეკონომიკა - (inovation economy), ახალი ტიპის ცივილიზაცია, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ემყარება ეკონომიკური განვითარების ახალ პარადიგმას, სადაც ინტელექტუალური კაპიტალი და ინფორმაცია წარმოების განმსაზღვრელი ფაქტორებია. ინოვაციური ეკონომიკა გულისხმობს წარმოებაში თვისებრივად ახალი ტექნოლოგიების (წარმოების კომპიუტერიზაცია, რობოტული და ლაზერული ტექნიკა, ბიოტექნოლოგია, ნანოტექნოლოგია, მიკროპროცესორული ტექნოლოგია და ა.შ.) დანერგვას, უკიდეგანო ინფორმაციის ველში მუდმივად ყოფნას. ინოვაციური ეკონომიკა მომავლის ეკონომიკაა. XXI საუკუნის დასაწყისში იგი მხოლოდ ფორმირების პროცესშია. მისი კონტურები გამოიკვეთა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები