ინსექტიციდი
ინსექტიციდი −(ლათ. insectum მწერი და caedo ვკლავ), ქიმიური პრეპარატი მავნე მწერების გასანადგურებლად – მცენარეების მავნებლები, ინფექციის გადამტანები, პროდუქტებისა და მასალების (მერქანი, ქსოვილი) მავნებლები. ქიმიური შემადგენლობის მიხედვით არსებობს ასზე მეტი დასახელების. მათ შორის ყველაზე მეტადაა გავრცელებული: ქლორორგანული (დიქლორდიფენილტრიქლორეთანი, ჰექსაქლორანი, ქლორპირიფოსი); ფოსფორორგანული (ტიოფოსი, კარბოფოსი, მეთილმერკაფთოროსი, დიქლოფოსი, დიაზინონი); კარბამინის მჟავების წარმოებულები (მეთილკარბამატი, პროპოკსური); ბუნებრივი პირეტრინები და სინთეზური პირეტროიდები (ციპერმეტრინი); დარიშხანის შემცველი პრეპარატები (კალციუმისა და ნატრიუმის არსენიტები, კალციუმის არსენატი); გოგირდის პრეპარატები; მინერალური ზეთები; მცენარეული წარმოშობის შხამები; ხიტინის სანთეზის ინჰიბიტორები (დიფლუბენზურონი), ფენილპირაზოლი (ფიპრონილი) და სხვ.