ინსტიტუციური მიბმის კონცეფცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ინსტიტუციური მიბმის“ კონცეფცია - (“institutional binding” principle), ამ კონცეფციას თანამედროვე პირობებში ეყრდნობა ქვეყნის ინსტიტუციური განვითარება, როგორც დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბების გამოხატულება. იგი აქცენტს სტაბილური და ქმედითი ინსტიტუტების მოდელზე აკეთებს. ამ პროცესის ორიენტირად საქართველომ ევროკავშირის კანონმდებლობა აირჩია, რაც 1996 წელს დაფიქსირდა პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებაში და საბოლოოდ დადასტურდა 2004 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკასთან საქართველოს მიერთებით. ჯერ კიდევ, 1997 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც „საქართველოს პარლამენტის მიერ 1998 წლის პირველი სექტემბრიდან მიღებული ყველა კანონი და ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებსა და წესებს“. ამ დადგენილების ამოქმედება შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს საკანონმდებლო სისტემის ევროკავშირის საკანონმდებლო სისტემასთან დაახლოების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად. დღეს საქართველოს ინსტიტუციური განვითარების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის პროცესი ახლოსაა გერშენკრონის კონვერგენციის თეორიასთან. ევროკავშირი ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ნაკრებია მსოფლიოში, რომელსაც მაღალი ეკონომიკური და სოციალური მწარმოებლურობა ახასიათებს.

ინსტიტუციური განვითარება, როგორც ეკონომიკური ქცევის წესებისა და ნორმების ერთობლიობა, ურთულესი პროცესია, რომელსაც ისეთი სპეციალური საკომუნიკაციო არხების მობილიზება სჭირდება, როგორიც არასამთავრობო ორგანიზაციებია. ახალი ინსტიტუტები უზრუნველყოფენ საბაზრო ურთიერთობებისა და ბიზნესის განვითარებისთვის ჯანსაღი სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემოს შექმნას, გლობალიზაციის ნეგატიური ტენდენციების აღმოფხვრას.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები