ინსულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინსულა − (ლათ. insula კუნძული), 3-6-სართულიანი თანამედროვე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი ძველ რომში, კორიდორული განლაგების ოთახებითა და ბინებით, რომელთა გაქირავებით მეპატრონე იღებდა შემოსავალს. გათვლილი იყო რომის მოსახლეობის დაბალ ფენაზე.