ინტეგრაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინტეგრაფი (სახელწოდება წარმოიშვა integral -დან და ბერძნულიდან γραφω – „ვწერ“, „ვხატავ“) – პირველი მოწყობილობა ფუნქციის გრაფიკის გამოსახატავად მისი წარმოებულის გრაფიკის მიხედვით შემოიღო ჟმურკომ (XIX ს-ის 60-იანი წლები). იგი იყო პოლონეთის უნივერსიტეტის და ტექნიკური აკადემიის პროფესორი (მათემატიკოსი). მასვე ეკუთვნის ინტეგრატორის იდეა, რომლის პირველი მოქმედი მოდელი შექმნა პოლონელმა მეცნიერმა აბდანკ-აბაკანოვიჩმა (187-1882); მანვე უწოდა ამ მოწყობილობას „ინტეგრაფი“.