ინტელექტუალიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინტელექტუალიზაცია – ადამიანის დამცავ მექანიზმი ექსტრემალურ სიტუაციაში; ემოციური მდგომარეობიდან გადასვლა ანალიტიკურ პოზიციაზე; გამაღიზიანებელი ფაქტორისადმი განსჯითი მიდგომა. ინტელექტუალიზაცია აუცილებელია შეფერხებების დროს შემოქმედების პროცესში. გონების ამ ოპერაციას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სტანისლავსკი, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო მის „სისტემას“.