ინტერგავერნმენტალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტერგავერნმენტალიზმი – ევროპული ინტეგრაციის თეორია. ევროპული ინტეგრაციის ნეოფუნქციონალისტური ანალიზის საპასუხოდ, სტენლი ჰოფმანმა თავის 1964 და 1966 წლების ნაშრომებში საპირისპირო არგუმენტი განავითარა. იგი არსებითად ეყრდნობოდა რეალისტურ შეხედულებებს საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა (უფრო კონკრეტულად, მთავრობების) როლის შესახებ. ნეოფუნქციონალიზმისადმი ჰოფმანის კრიტიკა სამ ნაწილს მოიცავდა:

  • ევროპული ინტეგრაცია გლობალურ კონტექსტში უნდა ყოფილიყო განხილული. რეგიონული ინტეგრაცია გლობალური საერთაშორისო სისტემის განვითარების მხოლოდ ერთი ასპექტი იყო. ნეოფუნქციონალისტები ინტეგრაციის გაღრმავებაში შეუქცევად პროგრესს წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ამ პროცესში ითვალისწინებდნენ მხოლოდ შიდა დინამიკას და მიაჩნდათ, რომ საერთაშორისო ფაქტორები ფიქსირებული იყვნენ და არ ახდენდნენ გავლენას. ეს არგუმენტი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 1970-იანი წლების დასაწყისში (როდესაც გლობალური ეკონომიკური ცვლილებები განვითარდა).
  • ეროვნული სახელმწიფოები ევროპული ინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებით, გამორჩეულად ძლევამოსილი და გავლენიანი აქტორები იყვნენ: ისინი აკონტროლებდნენ ინტეგრაციის ბუნებასა და მიმართულებას, თავიანთ საქმიანობაში კი ხელმძღვანელობდნენ ეროვნული ინტერესების დაცვისა და მხარდაჭერის არგუმენტით.
  • როდესაც ეს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა, ერთმანეთს კვეთდა, წევრი ქვეყნების მთავრობებს შეიძლება ტექნიკურ ფუნქციურ სექტორებში უფრო მჭიდრო ინტეგრაციის გადაწყვეტილებაც მიეღოთ. თუმცა, ინტეგრაციის პროცესი ავტომატურად არავითარ შემთხვევაში არ გავრცელდებოდა ისეთი „მაღალი პოლიტიკის“ (high politics) სფეროებში, როგორებიც იყო ეროვნული უსაფრთხოება ან თავდაცვა.

ჰოფმანმა უარყო ნეოფუნქციონალისტების შეხედულება, რომ, საბოლოო ჯამში, მთავრობები ინტეგრაციის მომხრე ელიტური ინტერესთა ჯგუფების გავლენის ქვეშ მოექცეოდნენ. კლასიკური რეალისტები თვლიდნენ, რომ სახელმწიფოები ერთიანი, უნიტარული და რაციონალური აქტორები იყვნენ. ისინი ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ შიდა პოლიტიკას. ჰოფმანის ინტერგავერნმენტალისტური პოზიცია ამ მიმართულებით რეალისტებთან შედარებით უფრო დახვეწილი იყო. მისი აზრით, ნეოფუნქციონალისტური არგუმენტი „მცდარ არითმეტიკას“ ეფუძვნებოდა იმაზე, რომ თითოეულ ელიტურ ჯგუფს (მათ შორის, ეროვნულ მთავრობას) დაახლოებით თანაბარი წონა ჰქონდა და თუ მთავრობას რიცხობრივად აჯობებდნენ, მაშინ ეროვნული მთავრობა „მარცხდებოდა“ და ელიტური ინტერესთა ჯგუფების გავლენის ქვეშ ექცეოდა. ამას გარდა, ჰოფმანის მტკიცებით, მთავრობის გადაწყვეტილებები არ შეიძლებოდა გაანალიზებულ ყოფილიყო მხოლოდ როგორც ინტერესთა ჯგუფების წნეხზე საპასუხო რეაქციები, აქტივობები. მისი აზრით, მხედველობაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო მიღებული პოლიტიკური კალკულაციები, რომლის საბოლოო შედეგებიც ხშირად გავლენიანი ელიტური ჯგუფებისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. ეს პოლიტიკური კალკულაციები დაფუძვნებული იყო შიდა საჭიროებებზე/მოთხოვნებზე, მაგალითად, ინტეგრაციული გადაწყვეტილებების გავლენა ეროვნულ ეკონომიკაზე ან მმართველი პარტიის საარჩევნო პროცესებზე.

გარდა ამისა, ჰოფმანმა აღიარა, რომ ინტეგრაციულ პროცესებში მთავრობების გარდა სხვა აქტორებიც თამაშობდნენ როლს. მან შენიშნა, რომ „დაბალი პოლიტიკის“ (low politics) სექტორებში (მაგ.: სოციალური ან რეგიონული პოლიტიკა) ინტერესთა ჯგუფები მნიშვნელოვნად ახდენდნენ მთავრობის ქმედებებზე გავლენას. მაგრამ, მათ გარდა, არსებითი გავლენა ჰქონდათ მთავრობის ოფიციალურ პირებსა (განსაკუთრებით, ეკონომიკურ საკითხებში) და მთავრობაში მყოფი პარტიის ან პარტიების მიერ ჩამოყალიბებულ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ მოსაზრებებსაც. თუმცა, ჰოფმანი საკვანძო გადაწყვეტილებებზე საბოლოო არბიტრად მაინც ეროვნულ მთავრობებს მიიჩნევდა. ისინი გამორჩეულად ძლიერები იყვნენ ორი მიზეზის გამო: პირველი, იმიტომ, რომ მათ გააჩნდათ სამართლებრივი, ფორმალური სუვერენიტეტი; და მეოჩე, იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ პოლიტიკური ლეგიტიმაცია, როგორც ინტეგრაციის პროცესში დემოკრატიულად არჩეულ ერთადერთ აქტორებს. ამ მიდგომით, თუ სუპრანაციონალური ინსტიტუტების ძალაუფლება გაიზარდა, ეს იმიტომ მოხდა, რომ მთავრობებმა ირწმუნეს, რომ ეს მათ ეროვნულ ინტერესებში შედიოდა.

ევროპული ინტეგრაციის პროცესის ჰოფმანისეულ ვარიანტში, მთავრობებს გაცილებით მეტი ავტონომია გააჩნდათ, ვიდრე ამას ნეოფუნქციონალისტები მიიჩნევდნენ. შესაბამისად, ინტეგრაციის პროცესი ძირითადად, არსებითად ინტეგრავერნმენტალისტური იყო: იგი იმ ხარისხით და იმ სიღრმით განვითარდებოდა, რასაც და როგორც მთავრობები მოისურვებდნენ და საჭიროდ ჩათვლიდნენ.

ევროპული ინტეგრაციის პროცესის ჰოფმანისეულ ვარიანტში, მთავრობებს გაცილებით მეტი ავტონომია გააჩნდათ, ვიდრე ამას ნეოფუნქციონალისტები მიიჩნევდნენ. შესაბამისად, ინტეგრაციის პროცესი ძირითადად, არსებითად ინტეგრავერნმენტალისტური იყო: იგი იმ ხარისხით და იმ სიღრმით განვითარდებოდა, რასაც და როგორც მთავრობები მოისურვებდნენ და საჭიროდ ჩათვლიდნენ.

წყარო

ევროკვშირის ინსტიტუტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები