ინტუიტივიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინტუიტივიზმი − (ლათ. ინტუიციო – ვჭვრეტ) – იდეალისტური ფილოსოფიის ერთ-ერთი სახეობა, რომლის თვალსაზრისით ერთადერთი ჭეშმარიტი რეალობაა ცნობიერება, ხოლო გრძნობადი ფენომენები ამ უკანასკნელის შემოქმედებითი აქტივობის შედეგებია. შემეცნება არის არა ლოგიკურ-დისკურსიული აზროვნების პროცესი, არამედ უშუალო გონებრივი ჭვრეტა ანუ „ინტუიცია“. ხელოვნებაც ინტუიციის ერთ-ერთი, სახელდობრ, გრძნობადი ფორმაა, რომელიც შემეცნების დაბალ საფეხურს წარმოადგენს. ამასთან ინტუიტივიზმი უარყოფს მშვენიერებას, როგორც ობიექტურ კატეგორიას, ესთეტიკურის მთელ სფეროს ფარგლავს უშუალო შემოქმედებითი პროცესით, ხოლო თვით ხელოვნების ნაწარმოებს მიიჩნევს მხოლოდ ნივთიერ პროდუქტად, რომელიც მოკლებულია ესთეტიკურ ღირებულებას.