ინფექციური მონონუკლეოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინფექციური მონონუკლეოზი — ამ სნეულების მეორე სახელი Epstein-Barr-ის ვირუსია. ანგინის დროს ამ ვირუსის თანხლება უნდა ვიეჭვოთ, როდესაც სახეზეა:
- — კისრის და განსაკუთრებით, მისი უკანა ნაწილის ადენოპა-თიები;
- — ნაქის და სასის პურპური და ედემი;
- — კანის საფარზე გამონაყარი;
- — სპლენომეგალია;
დიაგნოზი სისხლის საერთო ანალიზში მონოციტების რაოდენობის მიხედვით და EBV ანალიზით ისმება. მკურნალობა, როგორც წესი, არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოქმედებას. ძირითადად, მოსვენებითი რეჟიმით და სიცხის დამწევების მიღებით შემოიფარგლება. თუმცა, უპრიანია კორტიკოსტეროიდული თერაპია და ზოგჯერ ანტიბიოტიკები (როდესაც ბაქტერიული თანხლება გვაქვს). აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ამოქსიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები იწვევს ალერგიულ გამონაყარს და ამიტომ ცეფალოსპორინები ან პენიცილინი G უნდა დავნიშნოთ.
აღსანიშნავია, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც, მონონუკლეოზი ლეტალურად შეიძლება დამთავრდეს.