ინფრაბგერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინფრაბგერა – იმ დაბალსიხშირიანი აკუსტიკური რხევების დიაპაზონი, რომლებიც სცილდებიან ადამიანის სმენითი აღქმის ფარგლებს. (20–15 ჰერცზე დაბლა).

ვრცელდება დრეკად გარემოში. ინფრაბგერული რხევა ძირითადად ბგერული რხევის კანონებს ემორჩილება, მაგრამ დაბალი სიხშირე გარკვეულ თავისებურებებსაც ანიჭებს. კერძოდ, სმენადი ბგერებისგან განსხვავებით ინფრაბგერა ჰაერის გარემოში დიდ მანძილზე ვრცელდება (მისი ენერგიის მცირედ შთანთქმის გამო). საწარმოო პირობებში შერწყმულია დაბალსიხშირულ ხმაურთან, ხოლო მთელ რიგ შემთხვევაში – დაბალსიხშირულ ვიბრაციასთან. ინფრაბგერის წყარო შეიძლება გახდეს დანადგარი, რომლის სამუშაო ციკლთა რიცხვი წამში 20-ზე ნაკლებია (მაგ., ვენტილატორი, დგუშიანი კომპრესორი, შიგაწვის ძრავა, ელექტრორკალური ღუმელი და ა.შ.). ინფრაბგერული ტალღები ახლავს ბევრ ბუნებრივ პროცესს – მიწისძვრას, ვულკანის ამოფრქვევას, ქარიშხალს. ინფრაბგერა ადამიანისათვის საშიშ ფაქტორს წარმოადგენს.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები