ინციდენტი ტონკინის ყურეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინციდენტი ტონკინის ყურეშიაშშ-ის შეიარაღებული აქცია, რომელიც განხორციელდა 4.VIII.1964 ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის (ედრ) ტერიტორიულ წყლებში, ტონკინის ყურეში, რათა შეექმნათ საბაბი ედრ-ის ტერიტორიაზე ამერიკის აგრესიის გაფართოებისათვის. აშშ-ის სამხედრო ხომალდების ჯგუფი იაპონიის პორტებიდან გამოვიდა, ედრ-ის ტერიტორიას მიუახლოვდა და დაბომბვა დაიწყო, იმავდროულად ვაშინგტონს აცნობა, თითქოს ამერიკული მე-7 ფლოტის ხომალდებს თავს დაესხნენ ედრ-ის სამხედრო კატერები.

5.VIII აშშ-ის პრეზიდენტმა ლ. ჯონსონმა ტელევიზიით გამოსვლაში ტოსკინის ყურეში მომხდარი მოვლენები აღწერა და ბრძანება გასცა, მიეღოთ „საპასუხო ზომები“. იმავე დღეს ამერიკულმა თვითმფრინავებმა დაიწყეს ედრ-ის ტერიტორიის დაბომბვა.

7.VIII ამერიკის კონგრესმა მიიღო ე.წ. „ტონკინის რეზოლუცია“, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს უფლებას აძლევდა შეუზღუდავად გამოეყენებინა აშშ-ის შეიარაღებული ძალები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. რეზოლუციამ სათავე დაუდო აშშ-ის პირდაპირ აგრესიას ვიეტნამში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები