იონათამიშვილი ჯემალ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯემალ იონათამიშვილი – დაიბადა 1946 წლის 25 ოქტომბერს ხაშურში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1972).
სამუშაო გამოცდილება – ინჟინერი.
- მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ინსტიტუტი (1984-90);
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, ისნის ვაზისუბნის №16 საარჩევნო ოლქი, საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი, ჰუმანიტარული და სოციალური საკითხების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).