იოსელიანი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა იოსელიანი

იოსელიანი შალვა − (1914 − 1941), ქართველი პოეტი. დაიბადა წყალტუბოში. მეორე მსოფლიო ომის სსრკ-ს ტერიტორიაზე დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა ფრონტზე. როგორც ბატალიონის კომისარი მონაწილეობდა ქერჩის ბრძოლებში და იქვე დაეცა 1941 წელს. შალვა იოსელიანის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1934 წელს. პირველი წიგნი – „სიმღერები“ – გამოვიდა 1937 წელს, ბათუმში. 1940 წელს გამოვიდა მისი ლექსების კრებული − „დაბრუნება”. შალვა იოსელიანის პოეტური სტიქია იყო საქართველოს წარმტაცი მხარის – აჭარის ბუნება და მისი ადამიანები. ახალგაზრდა პოეტის ლექსებში მომხიბლავად იძერწებოდა ზღვისპირეთის მშვენების – ბათუმის სურათები. მშობლიურ ქალაქს უძღვნა მან თავისი საუკეთესო ლექსები.


* * *
არ დარჩენილა არც ერთი პალმა,
რომ შენს ლექსებში არ აშლილიყო,
აგაცისკროვნა ლექსმა და ქალმა
და სიყვარულმა მგოსნად მიგიღო.
ფორთოხლის ტოტებს უმღერე დღემდი,
ზღვამ ჭაბუკობა დაგიდასტურა,
სივრცეში გაჭრილ თოლიას სდევდი,
ტალღამ რამდენჯერ შხეფი გაპკურა.
პერანგას მკერდზე დაანთე ცეცხლი,
შენს თვალებს ცრემლი არ ეკიდება
და სტრიქონებზე დათლილი ვერცხლი
ჰგავს ზღვის უფსკრულში ნაპოვნ დიდებას.
შენ გამოგზარდა მშობელმა კერამ
და დაგილოცა ვაჟკაცის მკერდი.
შენ გმირობაზე რომ არ გემღერა,
რა იქნებოდი ლაჩარის მეტი.
შენ უნდა გაჰყვე გრიგალის ჭიდილს,
არ დააჩრდილო მას სარტოეთი.
და რა იქნება იმაზე დიდი,
ბედნიერების იყო პოეტი.
იმღერე ასე, მღელვარე ბიჭო,
ქარიშხალს სჭრიდეს ზღაპრული ნავი.
შენ დადუმებულ ცხოვრებას გიჯობს
ბრძოლაში მამულს შესწირო თავი.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები