იპოდრომული სანახაობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იპოდრომული სანახაობა – ძველქართული მასობრივი სადღესასწაულო სანახაობა, რომელიც იმართებოდა იპოდრომზე (ცხენთსარბიელზე). გარდა მხედრებისა გამოდიოდნენ ათლეტები (ძალოსნები), მოცეკვავეები, მომღერლები და აკრობატები, ეწყობოდა პოეტური და მუსიკალური შეჯიბრებები და ღამის წარმოდგენები.

იპოდრომის ნაგებობა წარმოადგენდა სამიარუსიან შენობას. პირველი იარუსი, როგორც ჩანს, ეთმობოდა საჯინიბოს, სამხეცეს, აქვე იყო დამხმარე ნაგებობანი მოცეკვავეების, მსახიობებისათვის და ა. შ. მეორე იარუსი – მარმარილოს სქელ სვეტებზე დაყრდნობილი განიერი თაღებით. მესამე, ზედა იარუსი, ხისა იყო და ცხაურით აფიცრული პატარ-პატარა თაღებისაგან შედგებოდა. მეორე და მესამე იარუსების მარჯვენა მხარე, კარვით გადახურული ან ფრონტონიანი, ქმნიდა ერთ დიდ ლოჟას, სადაც აწეული ფარდების ქვეშ ჯარად იდგნენ მაყურებლები. შუა ადგილი ეჭირა ერთ დიდ კამარიან ლოჟას. აქ იჯდა გვირგვინოსანი, მის ხელმარცხნივ კი იდგნენ მაყურებლები.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები