იპოქონდრიული ბოდვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იპოქონდრიული ბოდვა ავად ყოფნის უსაფუძვლო განცდაა. პაციენტს, ყოველგვარი საწინააღმდეგო სამედიცინო მტკიცებულებების მიუხედავად სჯერა, რომ რაღაც სნეულებითაა დაავადებული. ასეთი ბოდვა უფრო გავრცელებულია ხანში შესულ ადამიანებთან და ამ ასაკობრივ ჯგუფში ჯანმრთელობის მიმართ გაზრდილ ყურადღებას ასახავს. სხვა იპოქონდრიული ბოდვა სიმსივნეებთან ან სექსუალური გზით გადამცემ დაავადებებთან არის დაკავშირებული. აგრეთვე, პაციენტი შეიძლება წუხდეს იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყურება მისი სხეულის რომელიმე ნაწილი, განსაკუთრებით ცხვირი. იპოქონდრიული ბოდვა უნდა განვასხვაოთ წუხილისაგან ჯანმრთელობის თაობაზე, რასაც იპოქონდრიის დროს ვხვდებით და რომელიც ბოდვას არ წარმოადგენს.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები