ირაკლი აბაშიძის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ირაკლი აბაშიძის ქუჩა – ქუჩა თბილისში; ვაკის რაიონში (ვაკე). მრგვალი ბაღიდან არჩილ მიშველაძის ქუჩამდე. ვასილ ბარნოვის ქუჩის მონაკვეთს ირაკლი აბაშიძის სახელი ეწოდა 1992 წელს. ქუჩის დასაწყისში დგას ირაკლი აბაშიძის ბიუსტი (მოქანდაკე კ. არუნაშვილი არქიტექტორი გიორგი (გიგა) ბათიაშვილი). აქვს I გასასვლელი, I ჩიხი (ყოფილი ვასილ ბარნოვის V ჩიხი).