ირაკლი ფაღავას ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ირაკლი ფაღავას ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ავლაბარი); ლადო მესხიშვილის ქუჩიდან ალექსანდრე ბოროდინის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 1923-მდე დიდი მთავრის კონსტანტინეს (დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე), შემდეგ ლენის ქუჩა ერქვა (ასევეა თბილისის 1934 წლის გეგმაზე).
სახელწოდება დაკავშირებულია მეფის მთავრობის მიერ 1912 წელს ლენის ოქროს საბადოების მუშათა დახვრეტასთან. ქუჩას ირაკლი ფაღავას სახელი ეწოდა 1990 წელს.