ირიბი ჩაჭრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ირიბი ჩაჭრა – შეერთების სახეობა ძელების ან მორების სიგანეში წასაზრდელად. ამისთვის შესაერთებელი ბოლოები ჩაიჭრება ირიბად, დაედება ერთმანეთს და მოიჭიმება ჭანჭიკით ან ჩაწებდება. ჩაჭრის სიგრძე კონსტრუქციულად მიიღება ℓჩაჭ = 2h, სადაც h განივკვეთის სიმაღლეა. ამ ტიპის შეერთებებს იყენებენ გრძივების სიგრძეში წასაზრდელად ან ძელურა სათავსის კუთხეების ამოსაყვანად.