ირიბსიმეტრიული დეტერმინანტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ირიბსიმეტრიული დეტერმინანტი – ირიბსიმეტრიული მატრიცის დეტერმინანტი. ყოველი კენტი n რიგის ირიბსიმეტრიული დეტერმინანტი 0-ის ტოლია. ირიბსიმეტრიული მატრიცის ცნება მათემატიკაში შემოიღო ინგლისელმა მათემატიკოსმა ა. კელიმ (1844).