ირიბსიმეტრიულობა
ირიბსიმეტრიულობა
1) ფუნქციის ირიბსიმეტრიულობა – მრავალი ცვლადის f(x1,x2,...,xn) ფუნქციის თვისება, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ფუნქციის ნიშანი იცვლება მოპირდაპირეთი არგუმენტების ყოველი კენტი გადაადგილებისას და არ იცვლება ნებისმიერი ლუწი გადაადგილებისას. მაგალითად, სამი ცვლადის ფუნქცია f(x;y;z)=(x-y)(y-Z) (z-x) – ირიბსიმეტრიულია.
2) ტენზორის ირიბსიმეტრიულობა – კოვარიანტული ან კონტრავარიანტული ტენზორის თვისება, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ კოორდინატები, რომლებიც მხოლოდ ინდექსების რიგით განსხვავდებიან, ან ერთმანეთის ტოლია, ან განსხვავდებიან ნიშნით. ერთმანეთის ტოლია ინდექსების ლუწი გადაადგილების შემთხვევაში, ნიშნით განსხვავდებიან – ინდექსების კენტი გადაადგილების დროს.
ტენზორის ირიბსიმეტრიულობა არ იცვლება სივრცის კოორდინატთა ერთი ორთოტროპული სისტემის მეორე ორთოტროპული სისტემით შეცვლისას.