ირმისბაწარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Irmisbatsara1.PNG

ირმისბაწარა (ლათ.Hericium coralloides (Fr.) Pers. რუს. Ежовик коралловидный)

ნაყოფსხეული – ძლიერ დატოტვილია და მოგვაგონებს აწეწილ ბაწრის გორგალს; თეთრია ან მოყვითალო. „ეკლები“ გრძელი, წაწვეტებული და მრავალრიცხოვანი აქვს; ყველა მიმართულია ქვევით, თეთრია ან ღია მოყვითალო.

რბილობი – თეთრია, ოდნავ მომწარო გემოთი.

სპორები – სფეროსებრია, 3-5 მკმ დიამეტრისა, უფერული.

იზრდება გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით კი წიფელზე; გვხვდება აგრეთვე ცოცხალი ხეების ფუღუროში ზაფხულ-შემოდგომით.

საჭმელად გამოიყენება ახალი.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები