ისთვუდი ქლინთ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქლინთ ისთვუდი

ქლინთ ისთვუდი – (დ. 1930 წლის 31 მაისს, სანფრანცისკოში, კალიფორნია, აშშ) – ამერიკელი კინომსახიობი, კინორეჟისორი, კომპოზიტორი. ამერიკული კინოაკადემიის ხუთი ჯილდოს მფლობელი: ოთხი პრემია „ოსკარი” „საუკეთესო რეჟისორისა” და „წლის საუკეთესო ფილმის” ნომინაციაში. საპატიო სეზარის პრემიის ლაურეატი.

1960-იანი წლების დასაწყისში მოხვდა რა კინოში, ქლინთ ისთვუდი მოთხოვნადი აღმოჩნდა დადებითი გმირის ამპლუაში ვესთერნის ჟანრის ფილმებში. მაგრამ ნამდვილი აღიარება მას სერჯო ლეონესთან თანამშრომლობამ მოუტანა

1960-1980 წლებში ისთვუდი ჰოლივუდის ყველაზე უფრო დიდი ვარსკვლავების რიცხვში იყო, ქმნიდა რა „ბოევიკებისა” და ვესთერნების სიტყვაძუნწი გმირების სახეებს. 1968 წელს დააფუძნა კინოსტუდია „მალპასო” (Malpaso company).

1971 წელს ქლინთ ისთვუდმა როგორც რეჟისორმა გადაიღო სადებიუტო ფილმი „დამიკარით სიკვდილის წინ”. ის ძალიან პროდუქტიული რეჟისორია და ყოველ წელს თითო ფილმს იღებს, რაც მათ მხატვრულ ხარისხზე არ აისახება.

1986 წლიდან 1988 წლის ჩათვლით არჩეული იყო კალიფორნიაში ქალაქ ქარმელ-ბაი-თე-სის მერად

დღესდღეობით ქლინთ ისთვუდი ითვლება ამერიკის ერთ-ერთ ავტორიტეტულ რეჟისორად. ის მრავალი კინემატოგრაფიული ჯილდოს მფლობელია.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1971 – „დამიკარით სიკვდილის წინ”
  • 1973 – „მაღალმთიანი ველების მაწანწალა”
  • 1976 – „ჯოსი უეილსი – ადამიანი კანონგარეშე”
  • 1980 – „ბრონქო ბილი”
  • 1986 – „დამსხვრეული გულების უღელტეხილი”
  • 1988 – „ფრინველი” („ოქროს გლობუსი” საუკეთესო რეჟისურის თვის)
  • 1992 – „უპატიებელი” („ოსკარი” საუკეთესო ფილმისთვის, საუ კეთესო რეჟისურისთვის; „ოქროს გლობუსი” საუკეთესო რეჟისურისთვის)
  • 1995 – „მედისონის ოლქის ხიდები”
  • 1999 – „ნამდვილი დანაშაული”
  • 2002 – „სისხლიანი სამუშაო” (ვენეციის სკფ, პრემია Future Film Festival Digital Award ფილმისთვის)
  • 2003 – „იდუმალი მდინარე” (კანის სკფ, პრემია „ოქროს მოძღ ვარი”; პრემია „სეზარი” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
  • 2004 – „გოგონა მილიონ დოლარად” („ოსკარი” საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო რეჟისურისთვის; „ოქროს გლობუსი” საუკეთესო რეჟისურისთვის; პრემია „სეზარი” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
  • 2006 – „წერილები ივოძიმადან”
  • 2008 – „ჩანაცვლება” (კანის სკფ, ჟიურის სპეციალური პრემია)
  • 2008 – „გრან ტორინო” (პრემია „სეზარი” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
  • 2009 – „გაუტეხელი”
  • 2011 – „ჯ. ედგარი”
  • 2014 – „სნაიპერი”
  • 2016 – „სასწაული ჰუდზონზე”
  • 2018 – „ნარკოკურიერი”
  • 1995 – ირვინგ თალბერგის სახელობის პრემია
  • 1998 – საპატიო „სეზარი”
  • 2000 – ვენეციის სკფ, „წმინდა მარკოზის ოქროს ლომი” მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის

და სხვ.

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VIII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები