ისპაჰანის ყოველთა მაცხოვრის სომხრ მონასტერში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისპაჰანის ყოველთა მაცხოვრის სომხრ მონასტერში დაცული ქართული ხელნაწერები – ისპაჰანში მდებარე სომხური ეკლესიის ბიბლიოთეკაში, რომელშიც დაცულია 700 მეტი სომხური წიგნი, ბ. უტიემ მიაკვლია, შეისწავლა და სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია XIII-XVII სს-ის 9 სომხური ხელნაწერის ყდის საცავ ფურცლებად გამოყენებული ქართული ფრაგმენტების შესახებ. ეს ქართული ფურცლები მომდინარეობს სხვადასხვა დროს გადაწერილი 5 ქართული ხელნაწერი წიგნიდან, რომელთა ამჟამინდენი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით დაუდგენელია. მონაცემები ქვეყნდება ბ. უტიეს პუბლიკაციის საფუძველზე (Outtier 2013: 7-23).

სარჩევი

თვენი XIV-XV სს

2 ორმაგი ფ.; ეტრატი, 24/24,2×16/16,1 სმ.; ნუსხური, მელანი შავი. გამოყენებულია მონასტრის სომხური ხელნაწერის (№ 202)- 1301 წელს კილიკიაში გადაწერილი პავლეს ეპისტოლეთა წიგნის ყდის საცავ ფურცლებად. ამავე ქართული ხელნაწერის ჰიმნოგრაფიულ კანონთა შემცველი 2 ორმაგი ფურცელი გამოყენებულია მონასტრის სხვა სომხური ხელნაწერის – 1625-1627 წწ-ში ახალ ჯულფაში გადაწერილი ოთხთავის (№96) ყდის საცავ ფურცლებად, ხოლო 1 ორმაგი ფურცლის მხოლოდ ნახევარი შემორჩენილია მესამე სომხური ხელნაწერის (№ 511) – 1634 წელს ისპაჰანის ჩრდილოეთით, ყაზვინში, გადაწერილი ლექციონარის ყდის საცავ ფურცლებად. სამივე ფრაგმენტი არის გიორგი ათონელის რედაქციის თვენის მოკლე რედაქციის სხვადასხვა ნაწილი: I -18-19 სექტემბრისა და 3-4 ოქტომბრის, II – 5-8 ოქტომბრისა და III -26-27 სექტემბრის ჰიმნოგრაფიული მასალას.

თვენი XIIIს

2 ორმაგი ფ.; 18×12,5 სმ.; ნუსხური, მელანი ყავისფერი. გამოყენებულია XIII ს-ის სომხური სამოციქულოს (№99) ყდის საცავ ფურცლებად. ქართულ ფრაგმენტზე გადაწერილია 11-12 ოქტომბრის ჰიმნოგრაფიული მასალა. საყურადღებოა, რომ ტექსტი შეიცავს თვენის როგორც სინური, ასევე გიორგი ათონელის რედაქციებს (Outtier 2013: 11-12).

თვენი XIV-XV სს

1 ორმაგი ფ.; ეტრატი შევსებული ქაღალდით, 18×13 სმ.; ნუსხური, მელანი შავი. გამოყენებულია 1611 წელს ჰიზანში (თურქეთი) გადაწერილი სომხური ჰიმნოგრაფიული კრებულის (№ 528) ყდის საცავ ფურცლებად. ქართული ტექსტი წარმოადგენს გიორგი ათონელის რედაქციის პარაკლიტონის ფრაგმენტს.

კურთხევანი

XIV-XV სს. 1 ფ.; ორად გაკეცილი, ეტრატი; 17×13 სმ.; ნუსხური, მელანი შავი. გამოყენებულია 1313 წ.-ს სომხეთში, აკნერში, გადაწერილი სომხური ოთხთავის (№ 517) ყდის საცავ ფურცლად.

მცირე წინასწარმეტყველთა ფრაგმენტები

XIV-XV სს. 2 ორმაგი ფ.; ქაღალდი, 20,5×19,5 სმ.; ნუსხური, მელანი ყავისფერი. გამოყენებულია 1584 წ-ს ქეღიში (Keghi; ამჟ. ჩრდ. აღმ. თურქეთი) გადაწერილი ოთხთავის (№478) საცავ ფურცლებად. ქართული ტექსტი შეიცავს მცირე წინასწარმეტყველთა, იონასა და მიქიას, ფრაგმენტებს. ბ. უტიეს აზრი, ისინი წარმოადგენენ არის არა ლექციონარის, არამედ ოშკის ბიბლიის იდენტური ძველი აღთქმის ხელნაწერის ნაწილებს.

განძთა ქვაბი

XIII-XIV სს.1 ფ.+მომდებარე ფ-ს ნაწილი. ქაღალდი; 19,3×12 სმ., ფრაგმენტი გამოყენებულია XVII ს-ში სპარსეთში გადაწერილი სომხური თეოლოგიურ-გრამატიკული კრებულის (№ 214) ყდის საცავ ფურცლებად. ქართული ტექსტი წარმოადგენს „განძთა ქვაბის“ ქართული თარგმანის ყველაზე ადრეული ხელნაწერის ფრაგმენტს.

იოანე სინელი. სათნოებათა კიბე

XI-XII სს.1 ფ.; ეტრატი, 18×13,3 სმ.; ნუსხური, მელანი ყავისფერი. გამოყენებულია 1491 წ.-ს გადაწერილი სომხური ოთხთავის (№ 388) საცავ ფურცლებად. ქართული ტექსტი წარმოადგენს ეფთვიმე ათონელის თარგმნილი „სათნოებათა კიბის“ ფრაგმენტს. იგი იმავე ხელნაწერიდანაა ამოღებული, რომლიდანაც მატენადარანის სომხური № 592 ხელნაწერის საცავ ფურცლად გამოყენებული ქართული ფრაგმენტი (Outtier 2015: 12).

ლიტურგიკა

გრაგნილი. დაცული მუზეუმის ვიტრინაში, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი შესწავლა (Outtier 2013: 8).

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები