ისრაელის სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისრაელის სახლი - იაკობის თორმეტი ვაჟის შთამომავლები, რომლეთაგანაც წმინდა წერილის მიხედვით, წარმოიშვა ებრაელთა თორმეტი ტომი.

ხარრანში იაკობს შერთეს ლია და რახილი, მათთან და აგრეთვე მათ მხევლებთან იაკობს ეყოლა თორმეტი ვაჟი და ერთი ქალი, რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ზაბულონი, ისაქარი, დანი, გადი, აშერი, ნაფთალი, იოსები, ბენიამინი. მათ წარმოშვეს ებრაელთა თორმეტი ტომი, რომელიც გაერთიანდა ერთი ერის განუყოფელ და თანაც დანაწილებულ სხეულად. ასე შეიქმნა „ისრაელის სახლი“ თორმეტი ძის, თორმეტი გვარის, თორმეტი შტოს შემადგენლობით. მათგან თითოეულს ინდივიდუალური სახე, საკუთარი ბედი და მისია განესაზღვრა.

თორმეტივე თავთავიანთი კურთხევით აკურთხა მამამ ისრაელიანთა წინაპარმა (დაბ. 49:1-28). მამის კურთხევამ ფრთა შეისხა: იაკობის სახლი ერად იქცა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ ეს მოხდა არა აღთქმულ მიწაზე, არამედ მონობის ქვეყანაში - ეგვიპტეში.



წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები